Foto

გიორგი გაბუნია კელი დეგნანთან შეხხვედრაზე - მოლოდინი და განწყობა არის პოზიტიური

ეს იყო აუცილებელი და პოზიტიური შეხვედრა. - განაცხადა გიორგი გაბუნიამ აშშ-ს ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრის შემდგომ.

მისივე თქმით, ნიკა გვარამია უნდა იყოს ბოლო შემთხვევა, როცა საქმე გვაქვს უსამართლო და პოლიტიკურ განაჩენთან.

" მოლოდინი და განწყობა არის პოზიტიური. ვისაუბრეთ ერთობლივად, რა გზა არსებოვს იმისათვის, რომ პირველ რიგში ნიკა იყოს თავისუფალი და ეს იყოს ბოლო შემთხვევა, როდესაც ასეთ უსამართლო განაჩენთან გვექნება საქმე" - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ნიკა გვარამიას მოსამართლემ რუსთავი 2-ის საქმეზე 3 წელი და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.