Foto

გიორგი გაბუნია - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან, მადლობა სოლიდარობისთვის, ბრძოლა გრძელდება

პირველ რიგში სწორედ თქვენ უნდა გადაგიხადოთ მადლობა ჩვენს კოლეგებს, იმიტომ, რომ ეს არის მედიის სოლიდარობის აქცია. - განაცხადა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი გაბუნიამ

მისივე თქმით, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, უბრალოდ მოქალაქეები იმსახურებთ მადლობას. 

" პირველ რიგში სწორედ თქვენ უნდა გადაგიხადოთ მადლობა ჩვენს კოლეგებს, იმიტომ, რომ ეს არის მედიის სოლიდარობის აქცია. ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, უბრალოდ მოქალაქეები იმსახურებთ მადლობას. უნდა ვთქვა, რომ ყველაზე მეტად რიგითი მოქალაქეების დანახვა მიხარია, პირველად ხდება, რომ ამ ეზოში შევიკრიბეთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანე აქ, მთავარ არხში " - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ნიკა გვარამიას მოსამართლემ რუსთავი 2-ის საქმეზე 3 წელი და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.