900-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც მარიუპოლში, აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში ჩაბარდნენ, წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს სპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, ორი დღის განმავლობაში სულ 959 უკრაინული ჯარისკაცი, მათ შორის 51 მძიმე ჭრილობებით, ჩაბარდა.
გარდა ამისა, ზახაროვამ ასევე დაადასტურა, რომ დაშავებულები მკურნალობენ ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ხოლო დანარჩენები ოლენივკაში წინასწარი დაკავების ცენტრში გაგზავნეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინულ მხარეს ჯერ არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ აზოვსტალიდან ევაკუაციის პროცესი გრძელდება და მასში ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო შუამავლები ჩაერთნენ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press