აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის გამოყოფას მოაწერა ხელი.
პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ დახმარების პაკეტი მოიცავს 18 155 მმ ჰაუბიცებს, 18 ტაქტიკურ მანქანას ამ ჰაუბიცების ასაზიდად, სამ AN/TPQ-36 კონტრსაარტილერიო რადარს და დამატებით საველე აღჭურვილობას და სათადარიგო ნაწილებს.
”აღნიშნული სამხედრო აღჭურვილობა უკრაინას ძალიან, ძალიან მალე გადაეცემა. ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებ, თუ როდის გამოჩნდება ეს ყველაფერი უკრაინაში, მაგრამ ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ამ ნივთების გადაცემას აშშ არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დახმარებას უგზავნის უკრაინას,ის გააგრძელებს პარტნიორ და მოკავშირე ქვეყნებთან მუშაობას, რათა უკრაინელებს მიაწოდოს ის, რაც საჭიროა მათი ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად.“, - განაცხადა კირბიმ.
პრესმდივანის ცნობით, აშშ-მ რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ, თითქმის 4 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია უკრაინას.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, აშშ-მ უკრაინას მიაწოდა 90 155 მმ-იანი ჰაუბიცები, 200 000-ზე მეტი საარტილერიო ტყვია, 1400-ზე მეტი Stinger საზენიტო სისტემა, 5000-ზე მეტი Javelin საზენიტო სისტემა და 700-ზე მეტი Switchblade, ასევე ტაქტიკური უპილოტო საჰაერო სისტემები
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press