ჩინეთი რუსეთისგან იაფფასიანი ქვანახშირის რეკორდულ რაოდენობას ყიდულობს, მაშინაც კი, როცა დასავლური ქვეყნები მოსკოვს სანქციებით უპირისპირდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მედიის ცნობით, აპრილის თვეში მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ, არა მხოლოდ იყიდა რუსეთისგან უფრო მეტი ნახშირი, ვიდრე ოდესმე, მან ასევე გააუქმა იმპორტის ტარიფები ყველა სახის ნახშირზე, ანალიტიკოსების თქმით, ეს ნაბიჯი რუს მომწოდებლებს სარგებელს მოუტანს.
"ჩინეთის ნახშირის იმპორტი რუსეთიდან თითქმის გაორმაგდა მარტიდან აპრილამდე და 4.42 მილიონ ტონას მიაღწია , Refinitiv-ის სავაჭრო მონაცემების მიხედვით. რუსეთმა გაუსწრო ავსტრალიას, ახლა მისი ნახშირის იმპორტის 19%-ს შეადგენს, რაც მარტში 14%-იანი წილი იყო."- ვკითხულობთ გამოქვეყნებულ სტატიაში.
მედიის ცნობით, ჩინეთი ახლა ორიენტირებულია ეკონომიკის ვარდნის დაძლევაზე, ქვეყანას ქვანახშირი ელექტროსადგურების საწვავისთვის და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სჭირდება, ხოლო რუსეთი ეძებს ახალ მომხმარებლებს თავისი წიაღისეულისათვის, რადგან ექსპორტს დასავლეთში ვეღარ ახორციელებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press