ლუგანსკის განთავისუფლება დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უკრაინასთან მიმდინარე ომის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარი საფრთხე რუსეთის დასავლეთ საზღვართან რჩება
"რუსული არმია, თვითგამოცხადებული LPR და DPR ფორმირებებთან ერთად, აგრძელებს კონტროლის გაფართოებას დონბასის ტერიტორიებზე. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განთავისუფლება დასასრულს უახლოვდება. 1900-ზე მეტი „ნაციონალისტი“, რომლებიც მარიუპოლის აზოვსტალში იყო დაბლოკილი, ტყვეობას ჩაბარდნენ. რუსი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ უკრაინასა და დონბასში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის თავიდან ასაცილებლად, რუსეთში შეჭრის დაწყებიდან 1,3 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რუსეთის არმია მალე მიიღებს სტრატეგიულ დრონებს",- განაცხადა შოიგუმ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი ასევე გამოეხმაურა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების გეგმებს და დასძინა, რომ ამის საპასუხოდ, რუსეთი დასავლეთის სამხედრო ოლქში 12 სამხედრო ნაწილსა და ქვედანაყოფს შექმნის
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press