Foto

ევროპული პოლიტიკის შესწავლის ცენტრი - ევროკავშირის განაცხადის შეტანის შემდგომ ცალსახაა ხელისუფლების აშკარა მიდრეკილება, გახდეს პრობლემური წევრი ქვეყანა

პოლიტიკური რეჟიმის კიდევ ერთი შემაშფოთებელი მახასიათებელი არის მისი ჩარევა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და წამყვანი მედია პიროვნებების წინააღმდეგ მაღალი დონის სასამართლო გადაწყვეტილებებში. - ამის შესახებ ინფორმაციას " ევროპული პოლიტიკის შესწავლის ცენტრი" ავრცელებს.

მათივე თქმით, ევროკავშირის განაცხადის შეტანის შემდგომ ცალსახაა ხელისუფლების აშკარა მიდრეკილება, გახდეს პრობლემური წევრი ქვეყანა.

" ბოლო შემთხვევა 16 მაისს მოხდა, როდესაც სასამართლომ 3.5 წლით მეტი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორ ნიკა გვარამიას, რომელიც ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებას. გადაწყვეტილების გამოტანა მოხდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენიდან მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ და დაახლოებით სამი კვირით ადრე, სანამ ევროკომისია ამ საკითხზე საკუთარ აზრს გამოთქვამს.

ლოგიკური იქნებოდა, გვევარაუდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის ისტორიულ გადაწყვეტილებას მოჰყვებოდა სიგნალები, რომ საქართველო ახლა მტკიცედ დგას პოლიტიკური და სასამართლო პრაქტიკის რეფორმის გზაზე, რათა ისინი უმაღლეს ევროპულ სტანდარტებს შეუსაბამოს. ნაცვლად ამისა, ერთადერთი აშკარა სიგნალი არის გვარამიას საქმე, რომელიც პროვოკაციულ აქტადაც კი შეიძლება აღვიქვათ, რაც მიუთითებს ხელისუფლების აშკარა მიდრეკილებაზე, გახდეს პრობლემური წევრი ქვეყანა. ამ ეტაპზე უფრო საზიანო ნაბიჯის გადადგმას ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა.
გარე დამკვირვებელს უჭირს იმის გაგება, თუ რას აპირებდნენ მთავრობა და ბ-ნი ივანიშვილი. დასაბუთება შეიძლება მოიძებნოს იმაში, რომ წევრობის განაცხადის შეტანა შესაძლოა განიხილებოდეს, როგორც სიმბოლური და ზედაპირული ტაქტიკა, რომლითაც მთავრობა ცდილობს დააკმაყოფილოს ევროპული მომავლის მოსურნე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. თუმცა, ამავდროულად, ხელმძღვანელობას, როგორც ჩანს, არ აქვს გაწევრიანების პროცესის წარმატებით განხორციელების ინტერესი და ცდილობს, მისი წარუმატებლობა დააჩქაროს.

ამ პირობებში, ევროკომისიას შეუძლია აღიაროს საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილის წევრობის პერსპექტივა, მაგრამ მის მომავალ მოსაზრებაში ნაადრევი ჩანს გაწევრიანების ფორმალური პროცესის გახსნის შეთავაზება. ეს უნდა მოხდეს საქართველოში ახალი და უფრო ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს პირობებში, სადაც იქნება ჭეშმარიტად დემოკრატიული კულტურა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც მოსახლეობის პატივისცემას იმსახურებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ნიკა გვარამის მოსამართლემ რუსთავი2-ის საქმეზე 3 წელი და 6ბთვით პატიმრობა შეუფარდა.