Foto

ხოშტარია - გაათავისუფლეთ გვარამია, გადაიყვანეთ საზღვარგარეთ სამკურნალოდ სააკაშვილი

უახლოეს კვირებში წყდება ჩვენი მომავლის განმსაზღვრელი, ისტორიული, საკითხი - საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ეს შესაძლებელი გახადა უკრაინის გმირულმა ბრძოლამ და დასავლეთის სტრატეგიულმა გადაწყვეტილებამ, რომ საბოლოოდ დაამარცხოს ბოროტების იმპერია, რუსეთი. - განაცხადა პარტია "დროა"-ს ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, საქართველომ ამ ბრძოლაში უკვე მიიღო მონაწილეობა, საქართველო იმსახურებს ამ პერსპექტივას, იმსახურებენ ის ადამიანები, ის თაობა, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, რომელიც 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობის თავისუფლებისა და ევროპულ იდეას შეეწირა. ის ადამიანები, რომლებმაც გამოიარეს ჭუბერი, ის ადამიანები, რომლებიც გმირულად იბრძოდნენ რუსეთთან არაერთი საომარი მოქმედებების დროს. საქართველო იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას.

"სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ამ საკითხშიც მოახერხა გამყოფი ხაზების შემოიტანა. მათ გადაწყვიტეს, ობსტრუქცია მოუწყონ საკუთარ ისტორიას, საკუთარ მომავალს. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრალს სდებს ისეთ ავტორიტეტულ გამოცემას, როგორიც არის CEPS, რომ თითქოს იქ საიდუმლო ავტორები არსებობენ. ბატონო ირაკლი, პირდაპირ მოგმართავთ, ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს. ჩვენ ხმამაღლა და ამაყად ვამბობთ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას.

ასევე ხმამაღლა და კატეგორიულად მოგმართავთ, მოხსენით ის ბარიერები, რაც დღეს აფერხებს ჩვენს ევროპულ მომავალს. კერძოდ, გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია, როგორც ამას გეუბნებათ Amnesty International, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ“ ეს მათი სიტყვებია. მიეცით მკურნალობის საშუალება საქართველოს მესამე პრეზიდენტს. მორჩით ძალადობრივი ჯგუფებით ქვეყანაში დაპირისპირების ცემა-ტყეპის მოწყობას. მორჩით პოლიციის შენობაში ადამიანების ცემას. გაათავისუფლეთ სასამართლო, სასამართლო, რომლის ერთ-ერთი წევრი უკვე სანქცირებულია ნიკა გვარამიას საქმის გამო. გადადით ეს ნაბიჯები, ნუ უშლით ხელს საქართელოს ევროპულ პერსპექტივას.

არცერთ პოლიტიკურ კონიუნქტურასა თუ პოლიტიკოსს, არ აქვს უფლება, ჩვენი წინაპრებისა და მომავლის წინაშე, რომ ეს პროცესი გააჩეროს. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს გავაგონოთ ჩვენი ხმა საქართელოს ყველა კუთხიდან,  ვუთხრათ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.  " - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ნიკა გვარამის მოსამართლემ რუსთავი2-ის საქმეზე 3 წელი და 6ბთვით პატიმრობა შეუფარდა.