ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გაათავისუფლეს 24 დასახლება. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ავრცელებს.
მისივე თქმით, დაახლოებით 170 ადგილობრივი მცხოვრები ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა საბავშვო ბაღის სარდაფში.
ცნობისთვის, მათ შორის იყვნენ 40 ბავშვი - 3 თვიდან 12 წლამდე.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press