Foto

მოქალაქე სოციალურ ქსელში - დამიწყო გინება, ცოტა დააკლდა, რომ ხელი გაერტყა!​ გავარკვიოთ ვინ ,,კრიშავს” გლდანი ნაძალადევის მე-9 განყოფილებას

გლდანი ნაძალადევის მე-9 განყოფილებაზე მინდა მოგითხროთ! ეს არის ჩემი პერსონალური ამბავი!
ამბავი სადაც ჩემი პატივი და ღირსება შეილახა. - ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქე ბექა კვაჭანტირაძე ავრცელებს.

მისივე თქმით, როდესაც ამ განყოფილებაში მორიგი ძალადობის შესახებ გავიგე ვერ გავჩუმდებოდი, აღმოჩნდა რომ ეს მოძალადე კიდევ მუშაობს ამ განყოფილებაში. 

მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

" გლდანი ნაძალადევის მე-9 განყოფილებაზე მინდა მოგითხროთ!

ეს არის ჩემი პერსონალური ამბავი!
ამბავი სადაც ჩემი პატივი და ღირსება შეილახა!

2020 წელს (თუ სწორად მახსოვს) ცოტნე დადიანის 34 ნომერში შევესწარი დანაშაულის ფაქტს! ორ კრიმინალს ახალგაზრდა ბიჭი ყავდათ დაჭერილი და ქამრით ცემდნენ! გამეტებით ურტყამდენ სახეში ქამარს!

მე როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ დავრეკე საპატრულო პოლიციაში, ადგილზე მოსულ პოლიცას მოძალადეები არ დახვდათ ადგილზე, მე გადამიყავნეს გამოკითხვაზე ამ ბატონის კერძო ავტომობილით ! ხაზს ვუსვამ კერძო ავტობილით (თუ სწორად მახსოვს ჰქვია ნიკა) ნაცრისფერი ჰონდა ფიტი ყავდა!

გზაში არ მოეწომა აღნიშნულ ბატონს მანქანში ჩემი ჯდის მანერა, დამიწყო გინება, მაყენებდა შეურაცყოფას და სულ ცოტა დააკლდა რომ ხელი არ გაერტყა!

ხელი რატომ არ დამარტყა იცით? იმიტომ, რომ მოვასწარი 126 ზე დარეკვა და მას შეეშინდა ინსპექტორის სამსახურის! (შეგიძლიათ გადაამოწმოთ )

გამოკითხვაზე გამლანძღეს საქმე რატომ მოგვიმატეო, ეჩხუბათ შენ ვერ გკითხავდაო!

როდესაც ამ განყოფილებაში მორიგი ძალადობის შესახებ გავიგე ვერ გა ჩუმდებოდი! აღმოჩნდა რომ ეს მოძალადე კიდევ მუშაობს ამ განყოფილებაში!

აღმოჩნდა რომ ისევ ძალადობენ აქ ამ განყოფილებაში ხალხზე და კიდევ იცით რა აღმოვაჩინე?

აი ცხელ ცხელი ამბავი წლები გავიდა და ეს საქმე კიდევ არ გამოუძიებია გენერალურ ინსპექტორს!

ასეთ ქვეყანაში ვხხოვრიბთ ჩვენ! ესააა კანონის უზენაესობა!

თურმე ძალადობას რო ხედავ და რეაგირებას ახდენ ცუდი ტიპი ხარ, პოლიციას საქმეს უმატებ! თურმე შენი მანქანაში ჯდომის მანერის გამო უნდა გაგინონ და დაგამცირონ!

დაინტერესებულ პირებს მათ შორის მედიას, მოგაწვდით ინსპექტორის ნომერს! გავარკვიოთ ერთად, რატომ არ იძინებენ ჩემს საქმეს!

გავარკვიოდ ვინ "კრიშავს" ამ განყოფილებას ასე!",- ნათქვამია განცხადებაში.