ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ავრცელებს.
მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მრავალჯერადი გაშვების სარაკეტოს სისტემის ფლობით მოიპოვებს არაერთ წარმატებას.
" ოთხი ასო, რომელიც შეიძლება, დაეხმაროს უკრაინას შემდეგში: მოიგერიოს რუსეთის შეტევა დონბასში, ჩაშალოს რუსეთის გეგმები ხერსონის ანექსიის შესახებ, შეაჩეროს რუსეთის მიერ წამება, გაუპატიურება და ადამიანის უფლებების დარღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შევძლოთ ექსპორტის განბლოკვა და გლობალური სასურსათო კრიზისის აცილება. ეს ოთხი ასოა: MLRS- მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა" . - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press