Foto

დენისოვა - რუსეთის ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა ტერორიზმი

რუსები დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებას აგრძელებენ. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.

მისივე თქმით,რაშისტებმა მელიტოპოლიდან გაიტაცეს ქალაქის პროფესიული განათლების მულტიდისციპლინარული ცენტრის დირექტორი.

" აქტივისტების გატაცებით ოკუპანტები ცდილობენ, ხელი შეუშალონ მოსახლეობის ნებას და დანერგონ შიში და ტერორი, ეს არის ტერორიზმი." - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.