მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ღამით დაკარგა გონი. - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა კლინიკა "ვივა მედის" დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ექიმების დაუყოვნებლივი ჩარევის შედეგად ეს პრობლემა აღმოიფხვრა, რისთვისაც ძალიან მადლობელია სამედიცინო პერსონალის მიმართ.
"გუშინ გვიან ღამით დაკარგა გონი, თუმცა ექიმების დაუყოვნებლივი ჩარევის შედეგად ეს პრობლემა აღმოიფხვრა, რისთვისაც ძალიან მადლობელია სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომ ასე მყისიერად იქნა სამედიცინო დახმარება მისთვის აღმოჩენილი. წარმოდგენაც არ გვინდა თუ რა შედეგი შეიძლება დამდგარიყო თუკი ეს მოხდებოდა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში". - განაცხადა საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press