Foto

ხარკოვში, დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა, მათ შორის ბავშვიაy

ხარკოვში ქალაქ ბალაკლიაში რუსი სამხედროების მხრიდან დაბომბვების შედეგად 2 ადამიანი. - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელის მრჩეველი, ნატალია პოპოვა ავრცელებს. 

მისივე თქმით, დაშავებულებს შორის არის ბავშვი.

" დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. მისი მდგომარეობა კრიტიკულია." - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.