დღეს მზე იყო და სალომე ზურაბიშვილს გონება განათებია. - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, ზურაბიშვილს ავიწყდება, რომ კონკრეტული ინსტრუმენტები მის ხელშია.
" ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. დღეს მზე იყო და სალომე ზურაბიშვილს გონება განათებია და ამბობს, რომ ავტორიტარიზმიაო, ქვეყანაში პრობლემები გვაქვსო და სასამართლოს მიმართულებით კატასტროფულ პირობებში ვართო. თუმცა, ავიწყდება, რომ კონკრეტული ინსტრუმენტები მის ხელშია. მაგალითად, სასამართლოს არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეებთან დაკავშირებით, მას პირადად შეუძლია ამის მოგვარება". - ნათქვმია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისიდადმი მიძღვნილ ღობისძიებაზე თქვა, რომ საჭიროა ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press