ჩემთვის მიუღებელია ივანიშვილის დასანქცირება რადგან ეს ხელისუფლების დასანქცირებაა. - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტვ პირველთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, სანქციები ივანიშვილზე და ხელისუფლებაზე უმძიმეს შედეგა მოუტანს სახელმწიფოს.
"ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც აღქმების დონეზე ყველამ კარგად იცის, დღეს კონცენტრირებული ძალაუფლების სათავეში ვინ დგას. ამაზე კითხვის ნიშანი არავის არ აქვს. ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ საქართველოში ძალაუფლების კონცენტრაციის პირამიდის თავში ვინ ვინ არის. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, ფაქტობრივად, ქართული ხელისუფლების დასანქცირებას ნიშნავს, რაც ჩემთვის მიუღებელია. იმიტომ, რომ ეს უმძიმეს შედეგს მოიტანს ქვეყნისთვის. ეს არ არის ერთი ცალკე აღებული ფიზიკური პირის დასანქცირება". - განაცხადა გახარიამ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press