საფრანგეთი მხარს უჭერს, რომ უკრაინამ პროცედურების სწრაფად გავლით მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთმა მინისტრმა კატერინა კოლონიმ.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში გეგმავს ვოლოდიმირ ზელენსკთან საუბარს, რადგან "ევროპული პოლიტიკური სივრცე" შეიქმნას.
"გვსურს, შემოგთავაზოთ თანამშრომლობის გარანტიების გასაძლიერებლად, ევროკავშირის ფარგლებში "ევროპული სივრცის" შექმნა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ არის ქვეინსტიტუცია ან ალტერნატივა, არამედ მხოლოდ დამატებითი მექანიზმია - სოლიდარობისა და კოორდინაციის ინსტრუმენტი, რომელიც ევროპულ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. განვაგრძობთ იდეის განხილვას პრეზიდენტ ზელენსკისთან". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press