თქვენ სჭირდებით უკრაინას. თქვენ სჭირდებით საქართველოს. - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ გაგზავნილ წერილში EPP-თან.
მისივე თქმით, ის ებრძვის პუტინს და მის განსახიერება ივანიშვილს.
"დღეს ეს პასუხისმგებლობა გაკისრიათ თქვენ. თქვენ სჭირდებით უკრაინას. თქვენ სჭირდებით საქართველოს. ევროპა არაფერია თქვენს გარეშე. მე მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი ბრძოლას ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც დღეს განასახიერებენ პუტინი და ივანიშვილი და რომელიც ძირს უთხრის ევროპულ თანამეგობრობას, თავისუფლებას, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილიც იყო მიწვეული, თუმცა ფიზიკური დასწრება პატიმრობის გამო ვერ შეძლო.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press