ჩვენ გვქონდა დისკუსიები, დიალოგი თურქეთთან და ეს დიალოგი გაგრძელდება. - განაცხადა შვედეთის პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა.
მისივე თქმით, თურქეთთან შემდგომ კონსტრუქციულ შეხვედრებს ახლო მომავალში მოუთმენლად ელის.
"ჩვენ გვქონდა დისკუსიები, დიალოგი თურქეთთან და ეს დიალოგი გაგრძელდება. თურქეთთან შემდგომ კონსტრუქციულ შეხვედრებს ახლო მომავალში მოუთმენლად ველი. ჩვენი პასუხები თურქეთის მოთხოვნებსა და შეკითხვებზე იქნება პირდაპირი ასევე, რა თქმა უნდა, მოვაგვარებთ ნებისმიერ საკითხს ან გაუგებრობას, რომელიც შეიძლება, წარმოიშვას". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას თურქეთი ეწინააღმდეგება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press