Foto

ასეული რუსი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან ბრძანების დაუმორჩილებლობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს -The Wall Street Journa

უკრაინის საზღვართან დისლოცირებული რამდენიმე ასეული რუსი ჯარისკაცი 4 მარტს გაათავისუფლეს ბრძანებების დაუმორჩილებლობის გამო, იტყობინება The Wall Street Journal დათხოვნის დოკუმენტის ასლზე დაყრდნობით.

ბრძანებას ხელს აწერს სამხედრო ნაწილის მეთაური, ნათქვამია სტატიში.

გაზეთში სხვა დეტალები არ არის მოცემული. კერძოდ, დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა და რომელ ქვედანაყოფში მსახურობდნენ, არ ზუსტდება. სტატიის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არ იციან, დაწესდა თუ არა მათ მიმართ სხვა სანქციები.

The Wall Street Journal-ის გამოცემა ეძღვნება რუსი სამხედროების უარს უკრაინაში ბრძოლაზე.

მედიაზონას ცნობით, რუსი სამხედროების რიცხვი, რომლებმაც უარი თქვეს უკრაინაში ბრძოლაზე, შეიძლება ათასობით შეადგინოს. ცნობილია ეროვნული გვარდიის თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლების შემთხვევები, რომლებმაც უარი განაცხადეს საზღვარგარეთ ოპერაციებში მონაწილეობაზე.