მიხეილ სააკაშვილი თუ იქნება მზად, რომ ჩატარდეს გასვლითი სასამართლო სხდომები, წინააღმდეგობა არ გვაქვს. - ამის შესახებ განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
მისივ ეთქმით, მესამე პრეზიდენტს ამის საშუალება ჯანმრთელობის მდგომარეობამ უნდა მისცეს.
"მიხეილ სააკაშვილი თუ იქნება მზად იმისთვის რომ ჩატარდეს გასვლითი სასამართლო სხდომები, თუ მას შეეძლება ამგვარ სხდომებში მონაწილეობის მიღება და ამის სურვილი ექნება, ჩვენ რაიმე წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. უბრალოდ, ამჟამინდელი მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილისთვის ტრანსპორტირება კი არ არის მხოლოდ პრობლემა, პრობლემაა მის მიერ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press