Foto

ლავროვი - დასავლეთმა აიღო მართმადიდებლობის განადგურების კურსი

დასავლეთმა აიღო კურსი მართლმადიდებლობის განადგურების. - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. 

მისოვე თქმით, დასავლეთი ყველაფრის მოსპობისკენ არის მინართული, რაც რუსეთსა და სლავებს უკავშირდებათ.

"ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით, უნდა დავიცვათ ქრისტიანთა და მართლმადიდებელთა უფლებები. განსაკუთრებით მოვიხსენიებ მართლმადიდებლობას, რადგან ბოლო წლებში, კვლავ ამერიკელთა ინიციატივით, რომლებიც აქტიურად მანიპულირებენ კონსტანტინოპოლის პატრიარქზე, ჩვენთვის მეტად სამწუხაროდ, აღებულია მართლმადიდებლობის განადგურების კურსი". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.