Foto

არახამი - უკრაინამ საკუთარი ბრძოლისუნარიანობით საერთაშორისო საზოგადოება გააოცა

უკრაინამ საკუთარი ბრძოლისუნარიანობით დაძლია ომის პირველი ეტაპი და გააოცა საერთაშორისო საზოგადოება. - განაცხადა ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ დავით არახამიამ.

მისივე თქმით, მეორე ეტაპი კიდევ უფრო რთული იქნება, თუმცა ისინი ამ ბრძოლაში ღირსეულად გაიმარჯვებენ.

"პირველ ეტაპზე ჩვენი ამოცანა იყო მსოფლიოსთვის დამემტკიცებინა, რომ უკრაინას შეუძლია და სურს დაიცვას თავისი სახელმწიფო, შეუძლია შეაჩეროს აგრესორი, რომელიც ჩვენზე 30-ჯერ დიდია ტერიტორიით და ათჯერ მეტი შეიარაღებითა და რესურსებით. ჩვენ წარმატებით გავიარეთ ეს ეტაპი.
ომის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ჩვენ უნდა დავაჩქაროთ ჩვენი მოკავშირეებისგან იარაღის შეძენა, დავაგროვოთ საკმარისი რეზერვები და დავიწყოთ ფართომასშტაბიანი კამპანია ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის მიზნით". - განაცხადა არახამიამ.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.