Foto

რუსული თვითმფრინავებისათვის ჩაკეტილი საჰაერო სივრცის გამო, ლავროვის ვიზიტი სერბეთში გაუქმდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტი სერბეთში გაუქმდა, რადგან ბულგარეთმა, მაკედონიამ და მონტენეგრიმ რუსული თვითმფრინავისათვის საჰაერო სივრცის გახსნაზე უარი განაცხადა. 

ლავროვს 6-7 ივნისს სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან მოლაპარაკებები უნდა გაემართა.

"ჩვენს დიპლომატიას ჯერ არ აქვს დაუფლებული ტელეპორტაციის უნარი,"-  განაცხადა ლავროვის ფრენის აკრძალვის  კომენტირებისას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

 შეგახსენებთ, რომ სერბეთი რუსეთთან მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს. სერბეთი არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ ფართო სანქციებს. ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა  რუსულ თვითმფრინავებზე სრული აკრძალვა დააწესეს - მათ შორის ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებზე - 24 თებერვალს რუსეთის  უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღის შემდეგ.