სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ კვირას რვა რაკეტის გაშვებას, კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში კიდევ რვა რაკეტის გასროლით უპასუხეს.
შვიდი რაკეტა სამხრეთ კორეამ გაისროლა, ერთი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
”მაშინაც კი, თუ ჩრდილოეთ კორეამ პროვოცირება მოახდინა რაკეტებით მრავალი ადგილიდან, (სამხრეთ კორეას და აშშ-ს აქვს) უნარი და მზადყოფნა დაუყოვნებლივ დაარტყას სიზუსტით“,- განაცხადა სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსმა.
აღსანიშნავია, ჩრდილოეთ კორეის აგრესიის მიმართ ტონის შეცვლა სეულში, სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტის იუნ სუკ იოლის არჩევის შემდეგ, რომელმაც თანამდებობა 10 მაისს დაიკავა . - პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ "მტკიცედ და მკაცრად" უპასუხებს ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციებს.
ფხენიანის მიერ რაკეტების ბოლო გაშვება 25 მაისს განხორციელდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აზიაში მოგზაურობის შემდეგ აშშ-ში ბრუნდებოდა. ბაიდენის მოგზაურობა მოიცავდა ვიზიტს სეულში, რომლის დროსაც ამერიკის პრეზიდენტი და მისი სამხრეთ კორეელი კოლეგა სამხედრო წვრთნების ხელახლა დაწყების შესახებ შეთანხმდნენ. წვრთნები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში შეჩერდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press