თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას” და „ზნეობას” სულ მცირე ოთხი წევრი, მათ შორის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მოითხოვდენ „შეწყდეს საქართველოს შიდა საქმეებში გაეროს და ევროკავშირის მისიების, ასევე საელჩოების მხრიდან ბინძური ხელების ფათური დალგბტ პროპაგანდა”.
მათივე განცხადებით, ისინი ყველანაირად ეცდებიან, რომ ხელი შეუშალონ „ბინძური ლგბტ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ყველა ღონისძიებას”.
აქტივისტების დაკავებები მოჰყვა მოწოდებას, რომ აქციის მონაწილეებს ევროკავშირის დროშა უნდა დაეწვათ.
შეგახსენებთ, რომ წელს ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი” 5 ივლისს „ღირსების მარშის” გამართვას არ გეგმავს. თუმცა, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალის ჩაშლით იმუქრებიან.
გასულ წელს, 2021 წლის 5 ივლისს, მაშინ, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე „ღირსების მარში” უნდა ჩატარებულიყო, სასულიერო პირებისა და ჰომოფობიური ჯგუფის, „ალტ-ინფოს”, მოწოდებით ე.წ სიძულვილის ჯგუფები შეიკრიბნენ, რომლებმაც დაარბიეს პრაიდის ოფისი და იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press