Foto

ზელენსკი მაკრონს - რას ნიშნავს რუსეთის დამცირება? ჩვენ არავინ გვამცირებს, ისინი გვკლავენ

რას ნიშნავს რუსეთის დამცირება? ჩვენ არავინ გვამცირებს, ისინი გვკლავენ. - განაცხადა ზელენსკიმ მაკრონის საპასუხოდ.

მისივე თქმით, რუსეთი უკრაინას არა ამცირებს, არამედ კლავს, ამიტომ უკრაინა მას იმავე ინსტრუმენტით უპასუხებს.

"არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება, რაზე ვსაუბრობთ? 8 წელზე მეტია ისინი ჩვენს ხალხს კლავენ, რაზე ვსაუბრობთ? ემანუელი ღრმად არის 
გათვითცნობიერებული ამ პროცესში, ის "ნორმანდიული ოთხეულის" ერთ-ერთი ლიდერია, კარგად ერკვევა მინსკის დოკუმენტის დეტალში.
არც კი ვფიქრობ, რომ ისინი უკრაინას ამცირებენ, რადგან ეს სუსტი პოზიციაა. ჩვენ არავინ გვამცირებს, ჩვენ ისინი გვკლავენ. ამიტომ, სანაცვლოდ, ჩვენ არავის დამცირებას არ ვაპირებთ". - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.