გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არ ნანობს ვლადიმერ პუტინთან დიპლომატიურ ურთიერთობას მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას "ომის გამოცხადებად" აღიქვამდა.
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ ოლიგარქების მიერ მართული და დემოკრატიულად განუვითარებელი უკრაინა მაშინ ნაკლებად მომზადებული იქნებოდა ომისათვის, ვიდრე ახლა.
„ძალიან ცუდად ვიგრძნობდი თავს, რომ მეთქვა: „ამ კაცთან [პუტინთან] ლაპარაკს აზრი არ აქვს დიდი ტრაგედიაა, რომ არ გამოვიდა, მაგრამ მე არ ვადანაშაულებ ჩემს თავს მცდელობაში”, - დასძინა მერკელმა.
კითხვაზე, ნანობს თუ არა იგი უკრაინისა და საქართველოსათბის სამოქმედო გეგმის გადაცემის დაბლოკვას 2008 წელს, მერკელმა თქვა: „უკრაინა არ იყო ის ქვეყანა, რომელსაც ახლა ვიცნობთ. ეს იყო უკრაინა, რომელიც ძალიან გაყოფილი იყო… რეფორმისტული ძალებიც კი [იულია] ტიმოშენკო და [ვიქტორ] იუშჩენკო ერთმანეთს ებრძოდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არ იყო ქვეყანა, რომლის დემოკრატიაც შინაგანად იყო განმტკიცებული“. მისი თქმით, იმ დროს უკრაინას "ოლიგარქები მართავდნენ".
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press