Foto

უკრაინის სახალხო დეპუტატი ოლექსი კოვალიოვი რუსების მხარეს გადავიდა

უკრაინელი დეპუტატი ხერსონში, ოკუპანტების მხარეს გადავიდა. - განაცხადა თავად დეპუტატმა.

მისივე თქმით, რუსეთი იქ არის სამუდამოდ.

"პირველ რიგში, ითქვა, რომ რუსეთი აქ არის სერიოზულად და სამუდამოდ! დაგეგმილია ხერსონის ფერმერების სრულმასშტაბიანი ინტეგრაცია რუსეთის ეკონომიკურ მოდელში. გამოყენებული იქნება ყველა ინსტრუმენტი რუსეთში მოქმედი სოფლის მეურნეობის მწარმოებლების მხარდასაჭერად". - განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.