Foto

პოლონეთის პრეზიდენტი - მაკრონი და შოლცი პუტინს არ უნდა ესაუბრებოდნენ, არავინ ელაპარაკებოდა ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის დროს

არმოიდგინეთ მთავრობის ლიდერები, როგორიცაა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ისინი აღარ უნდა ესაუბრონ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ეს მოლაპარაკებები უშედეგოა და ლეგიტიმურობას ანიჭებს მას, ვინც პასუხისმგებელია უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე - აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჯეი დუდა.

პოლონეთის პრეზიდენტი  ამბობს, რომ „შოკირებულია“ რუსეთის ლიდერთან მიმდინარე მოლაპარაკებებითა და განსაკუთრებით მაკრონის ბოლო მოწოდებით,რომელიც ცდილობს "არ დამცირდეს პუტინი."

 ”ვინმე ელაპარაკებოდა ადოლფ ჰიტლერს ასე მეორე მსოფლიო ომის დროს”, - აინტერესებს დუდას. „ვინმემ თქვა, რომ მას უნდა შეეძლოს სახის გადარჩენა? რომ ისე მოვაწყოთ, რომ ადოლფ ჰიტლერისთვის დამამცირებელი არ იყოს?“

 შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მაკრონი და შოლცი პუტინს რამდენჯერმე ესაუბრნენ ტელეფონით. მათი ბოლო საუბარი გასულ კვირას იყო და მოიცავდა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლებას.