სევეროდონეცკი დონბასში დაპირისპირების ეპიცენტრად რჩება. ეს არის ძალიან სასტიკი და ძალიან რთული ბრძოლა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დღეების შედეგებით, დონბასში დაპირისპირების ეპიცენტრად სევეროდონეცკი რჩება, სადაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული და სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს.
„ჩვენ ვიცავთ ჩვენს პოზიციებს და დიდ ზარალს ვაყენებთ მტერს. ეს არის ძალიან სასტიკი ბრძოლა, ძალიან რთული. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ამ ომში. მადლობელი ვარ თითოეული მათგანის, ვინც ამ მიმართულებით იცავს. დონბასის ბედი სწორედ იქ წყდება“, - განაცხადა ზელემსკიმ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ სევეროდონეცკში საომარი მოქმედებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ახლა ქალაქის უმეტეს ნაწილს ოკუპანტები აკონტროლებენ, სადაც კვლავ გრძელდება მძიმე ბრძოლები.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press