Foto

აბსოლუტურად აცილებულია ჩვენი ქვეყნის რეალობას“ - თალაკვაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

ეს რეზოლუცია აბსოლუტურად აცილებულია რეალობას, რაც არის ჩვენს ქვეყანაში, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოს შესახებ, სადაც მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზეა საუბარი. 

მისი თქმით, ექსპრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი და ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კანონმდებლობის სრული დაცვით არიან მიცემული პასუხისგებაში. 

"სიმართლე არის საქართველოს მხარეს, არც ნიკა გვარამია არ არის თავისუფალი მედია, არც მიხეილ სააკაშვილი არ არის დემოკრატიის შუქურა. ეს ადამიანები, კანონმდებლობის სრული დაცვით მიცემული არიან პასუხისგებაში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მიგვაჩნია, რომ ეს რეზოლუცია აბსოლუტურად აცილებულია რეალობას, რაც არის ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, 8 ივნისს ევროპარლამენტში საქართველოში "მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე" დებატები გაიმართა, სადაც მომზადდა რეზოლუცია, რომლის კენჭისყრაც დღეს გაიმართება.  .