ვროპარლამენტმა საქართველოში მედიის მდგომარეობასა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
რეზოლუციაში შევიდა ასევე ევროპარლამეტის ჯგუფების „ევროპის სახალხო პარტიის| (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR), შესწორება, რომელიც მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესებასაც.
"ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორისა ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის თაობაზე."-ვკითხულობთ რეზოლუციაში
ევროპარლამენტის წარმომადგენებს შორის 308 მომხრე იყო, ხოლო 218 წინააღმდეგი.
შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს ვროპარლამენტმა საქართველოში მედიის მდგომარეობაზე დებატები გამართა და მედია თავისუფლებასთან დაკავშირებულ რეზოლუციას კენჭი უყარა.
ევროპარლამენტის დებატების ინიციატორი ევროპის სახალხო პარტია იყო.
შეგახსენებთ, რომ ევროპის სახალხო პარტიის [EPP] რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროპის პარლამენტმა 9 ივნისს უნდა განიხილოს, ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების წინადადებას მოიცავს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press