Foto

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელშია, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ხვდება. - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

მათივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი დღეს, შარლ მიშელის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „ქალები კონფლიქტებში“.

"ბრიუსელში დაგაგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ ქალი ლიდერები და კონფლიქტში დაზარალებული ქალები, მათ შორის, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სიმა სამი ბაჰუსი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი. ღონისძიების, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, Nadia’s Initiative და Dr. Denis Mukwege-ის ფონდი მასპინძლობს აქცენტები გაკეთდება კონფლიქტებში ქალი ლიდერების მნიშვნელობაზე, ქალებისა და გოგონების უფლებების რეალიზაციასა და მათი მშვიდობის პროცესებში სრულყოფილი მონაწილეობის აუცილებლობაზე". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მანამდე ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა