ჩვენ ვაგრძელებთ პეტრე I გზას და ტერიტორიებს ვიბრუნებთ. - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.
მისივე თქმით, ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი წარმატებას მივაღწევს ახლა არსებულ ყველა ამოცანებზე.
"ეტრე I ჩრდილოეთის ომს 21 წელი აწარმოებდა. თითქოს, შვედეთს ებრძოდა და რაღაცებს ართმევდა. არაფერს ის არ ართმევდა! ის იბრუნებდა! დიახ, აბა როგორ. ასეა. მთელი ლადოგისპირეთი, სადაც დღეს პეტერბურგია დაარსებული. როდესაც ახალი დედაქალაქი დააარსა, ევროპის არც ერთი ქვეყანა არ აღიარებდა ამ ტერიტორიას რუსეთად. ყველა შვედეთად აღიარებდა. იქ ძველი დროიდან სლავები ცხოვრობდნენ, ამასთან ეს ტერიტორია რუსული სახელმწიფოს კონტროლქვეშ იმყოფებოდა. [პეტრე] იბრუნებდა და ამტკიცებდა. როგორც ჩანს ჩვენს ბედისწერად გვხვდა დაბრუნება და გამტკიცება. თუ გამოვმდინარეობთ იქედან, რომ ეს ძირეული ფასეულობები წარმოადგენენ ჩვენი არსებობის საფუძველს, ჩვენ, ეჭვგარეშეა, რომ წარმატებას მივაღწევთ იმ ამოცანათა გადაჭრაში, რომლებიც ახლა ჩვენს წინაშეა". - განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press