მე ამ რეზოლუციით ბიძინა ივანიშვილი ციხის საკნიდან დავამარცხე. - განაცხადა ნიკა გვარამიამ "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრის დროს.
მისივე თქმით, ამ რეზოლუციის მთავარი არსი არის ის, რომ საქართველო იმსახურებს წევრობას.
"პირველ რიგში, გილოცავთ ყველას ამ რეზოლუციას. მის მთავარ ნაწილს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და თხოვნას სხვა ევროპული სტრუქტურების, რომ ეს გაითვალისწინონ, ეს ქართველი ხალხის დიდი გამარჯვებაა. ქართველი ხალხის, დიახ, და ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ მიმართულებით მუშაობდა. ეს არის ქართული მედიის უპრეცედენტო და ისტორიული გამარჯვება, ასეთი არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში, მთავარი აქტორი ქართული მედიაა ამ რეზოლუციას ჰქვია კიდევაც მედიის შესახებ რეზოლუცია და ეს არის ქართული მედიის გამარჯვება. გილოცავ შენ პირადად და მთელ "მთავარ არხს", რომელიც ამ ბრძოლის ავანგარდში იყო მთელი ეს წლები ნამდვილად. მე ვიტყოდი, რომ ეს რეზოლუცია დგას ძალიან მნიშვნელოვნად ლექსო ლაშქარავას სიცოცხლეზე და ეს რეზოლუცია ლექსო ლაშქარავას დაუჯდა სიცოცხლის ფასად. მაგრამ მის მშობლებს და ყველა მის მეგობარს შეუძლია თქვას, რომ მან საკუთარ ქვეყანას მოუტანა ის, რაც ახლა ამ რეზოლუციაში წერია. ლექსო ლაშქარავამ სიკვდილის შემდეგ ეს ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებასთან მოიგო. ეს რეზოლუცია დგას მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე, მის ციხეში შეგნებულად ჩაჯდომაზე, მის შიმშილობაზე, მის წამებაზე და ახლა უმძიმეს მდგომარეობაზე. მიხეილ სააკაშვილმა, ბიძინა ივანიშვილი ამ რეზოლუციით დაამარცხა. ეს რეზოლუცია დგას ყველა პოლიტპატიმარზე ჩემი ჩათვლით, ვინც ციხეში არის იმიტომ რომ არ შეეგუა "ქართულ ოცნებას" და იბრძვის დაუღალავად. საკუთარ თავზე იმის თქმა შემიძლია, რომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ციხიდანაც შესაძლებელია ბრძოლის მოგება და მეც, ბიძინა ივანიშვილი, ამ რეზოლუციით დავამარცხე ციხის კამერიდან. ეს არის, რა თქმა უნდა, ქართული არასამთავრობო სექტორის გამარჯვება, ძალიან მნიშვნელოვანი ხალხის ჩვენს ქვეყანაში, რომელიც დაუღალავად აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და თითოეულ ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციას და ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ არის, ძალიან დიდი მადლობა. ეს არის ნინო ლომჯარიას პერსონალური გამარჯვება, ის ისტორიაში ყველაზე კარგი სახალხო დამცველი კი არ არის უბრალოდ, არის გამორჩეული საზოგადო მოღვაწე, პირდაპირ ასე შემიძლია ვთქვა და არა მხოლოდ თანამდებობის პირი, რომელმაც რეალურად საკუთარ ხალხს მოუტანა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება არამხოლოდ უფლებადაცვითი კუთხით, არამედ ევროპაში ინტეგრაციის კუთხით. ეს არის ქართული ოპოზიციური სპექტრის დიდი გამარჯვება "ქართულ ოცნებაზე". მათ გაიმარჯვეს მშრალად, აი იქ სადაც რეალურად ითვლება შედეგები, სადაც დემოკრატიაა, იქ გამოჩნდა, რომ ქართული ოპოზიცია იმარჯვებს. ზუსტად ქართულმა ოპოზიციამ მოიტანა ის ჩანაწერი, ქართველ ხალხთან ერთად, თავისთავად ცხადია, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას. ჩვენ ვნახეთ, ამ დღეების განმავლობაში გამაოგნებელი იყო ქართული ოპოზიციის მუშაობა. შეხვდნენ მთელ ევროპას ქართული ოპოციზიის სხვადასხვა წარმომადგენლები თუ სხვადასხვა პარტიები და ჩვენ პარალელურად ვხედავდით, რომ "ქართული ოცნება" არათუ არ დადის ევროპის დედაქალაქებში და საკუთარ პარტიულ ოჯახს, სოციალისტურ პარტიას არ ეთანამშრომლება, არამედ პირიქით, აგინებს ყველას და ყველაფერს". - ნათქვამიაა განცხადებაში.
შეგახსენებთ რომ დღეს რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press