საჯიჯგნად არავის არ მივუგდებთ ბიძინა ივანიშვილს. ამის გულისთვის ყველა ნახავს ძალიან კარგად, როგორ დადგება საქართველო ფეხზე, რას გააკეთებს და როგორი მტკიცე იქნება ჩვენი ერთობა,- მომღერალი გია გაჩეჩილაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც ვიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზეა საუბარი.
მისივე თქმით, მიღებული გადაწყვერილება საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაა, თუმცა ქართველი ხალხი არცერთ ევროპულ ქვეყანას თავს არ მოატყუებინებს და ქვეყანას დაიცავს.
"ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მთელი საქართველოს შანტაჟი, ეს რას ნიშნავს, რომ ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ წავიდნენ ამ რეზოლუციით? თუ რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება, გამაგებინეთ? ადამიანზე, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ყველაფერი მაგრამ პირობას ვიძლევით - მაგათმა ჯერ კიდევ არ იციან, რა არის საქართველო. სულხან-საბას დროიდან რომ აწოწიალეს ის კაცი და როგორც მე-15 კაცად მიიღო ლუდოვიკო მეთოთხმეტემ, ასეთ სიტუაციას გვიკეთებენ ახლა ვითომ, თითქოს პოლიტიკურს, რა. არ გამოუვათ. როგორ დადგება საქართველო ფეხზე, დაგანახებთ, რა. მოვიდეს 23-24 რიცხვი და ვნახოთ ერთი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.რა, შანტაჟია ეს? რეზოლუციაში ივანიშვილი და სანქციები 5-5-ჯერ რომ მეორდება,თქვენ გგონიათ, შანტაჟს წამოვეგებით საქართველოს მოსახლეობა? ვნახოთ, მხოლოდ ლობიო რომ დაგვრჩეს, იმას გავიყოფთ და არავისი არაფერი არ გვინდა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ომში არ ჩაერთვება და ეს ხელისუფლება ისჯება ზუსტად იმიტომ, რომ მშვიდობაა ქვეყანაში,"- აცხადებს "უცნობი" იმედი-ს ეთერში.
შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც ქართული ოცნების დამფუძნებელისათვის, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებაზეა საუბარი.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press