ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დემოკრატიულმა ოპოზიციამ პარტნიორებთან ერთად, რომ ქართულ ოცნებას არ აუხდეს ოცნება. - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში, ზეწოლა მედიაზე და პროდასავლური კურსიდან შესამჩნევი გადახვევა იყო თემები, რომლებზეც ამერიკელმა დიპლომატმა თბილისში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.
"არაფერი არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი გარდა ჩვენი ქვეყნის იმ უმნიშვნელოვანესი ევროატლანტიკური კურსისა, რომელსაც საფრთხე დაემუქრა ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის გამო და დარჩენილ ამ ორ კვირაში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ქართულმა დემოკრატიულმა ოპოზიციამ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ქართულ ოცნებას არ მივცეთ შესაძლებლობა აუხდეთ მათი ოცნება. ოცნება, რომელიც ნამდვილად არ გულისხმობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას". - განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ რომ გუშინ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press