Foto

გერმანიაში, 34 წლის კაცი ერთ-ერთ სასწავლებელში შეიჭრა და 4 პირი დაჭრა

გერმანიაში, 34 წლის კაცი ერთ-ერთ სასწავლებელში შეიჭრა და 4 პირი დაჭრა. - განაცხადა ადგილობრივმა პოლიციამ.

მათივე თქმით, 34 წლის კაცი აუდიტორიაში შევიდა, რამდენიმე სტუდენტმა მისი დაკავება შეძლო, რის შემდეგაც, ადგილზე მისულ პოლიციას გადასცეს.

"ამ დროისთვის საფრთხე აღარ არსებობს. დაჭრილთაგან სამი ქალი და ერთი კაცია. ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო.