არ ვიცი არავინ საქართველოში, ვისაც ქვეყნის ომში ჩართვა სურს. - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, პოლიტიკურ პარტიებისა და ხალხის ერთიანი მიზნის გარშემო გაერთიანება აუცილებელია.
"მე ვერ ვისაუბრებ პრემიერმინისტრის ნაცვლად, თუმცა გეტყვით იმას, რომ მე არ ვიცი არავინ საქართველოში, ვისაც სურს რომ ქვეყანა იყოს ომში ჩართული, საქართველომ ეს მძიმე პერიოდი თავად გაიარა და მათ ძალიან კარგად ესმით ის, ჰუმანიტარული სიმძიმე, რაც ახლა უკრაინაშია და ამის ნათელი მაგალითია ის გულუხვი ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც საქართველომ უკრაინას გაუგზავნა. ახლა არ არის ჩხუბის და დაპირისპირების დრო, ეს ის მომენტია, როცა ყველა უნდა გაერთიანდეს ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ, ქვეყნის უკეთესი მომავლისა და ინტერესების გათვალისწინებით. ერთობა არის მნიშვნელოვანი და დაპირისპირების გადადება ამ საკითხთან მიმართებაში მაინც. მე იმედი მაქვს, ქართველები შეასრულებენ ქვეყნის დევიზს - "ძალა ერთობაშია". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press