Foto

ალასანია - ქვეყნის გარეთ, ყველაზე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსია, აქ და რუსეთში ვერაა მოსაწონი

ქვეყნის გარეთ, ყველაზე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსია, აქ და რუსეთში ვერაა მოსაწონი. - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ.

მისივე თქმით,  ეს ადამიანი სრულიად ტყუილად ჰყავთ დაპატიმრებული.

"მე და საერთოდ ოჯახის წევრებს მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანი სრულიად ტყუილად ჰყავთ დაპატიმრებული. გამოგონილი და არარსებული მიზეზით. ადამიანი, არის ყველაზე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსი ქვეყნის გარეთ, ყველა ქვეყანაში, სადაც გინდათ იკითხეთ, მათ შორის ამერიკაში, გინდაც ნიგერიაში, და აქ და და რუსეთში ვერაა მოსაწონი. ჩემი პოზიციაა, რომ გათავისუფლებული უნდა იყოს ადამიანი".- განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.