ერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ბერლინი უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს და სამხედრო რადარებს გადასცემს.
შოლცი ამბობს, რომ ბერლინი, პარტნიორებთან ერთად, მზადაა ნატო-ს ტერიტორიის ყველა ნაწილი დაიცვას.
"უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს და სამხედრო რადარებს გადავცემთ, რომელიც არტილერიის აღმოსაჩენად გამოიიყენება,"- განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიამ უკრაინას ტყვია საბრძოლო მასალა, ხელყუმბარა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი გადასცა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, Twitter-ზე წერს, რომ უკრაინას ომის დასასრულებლად კონკრეტული მძიმე იარაღის გარკვეული რაოდენობა სჭირდება. პოდოლიაკი წერს, რომ 15 ივნისს ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრისაგან ქმედით ნაბიჯებს ელის.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press