არაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ივანიშვილი რეზოლუციაში არ ჩაწერილიყო. - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ასეთი ტექსტი, თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა.
"გაფუჭებული საქმე არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ყველაზე კარგად გამოჩნდა იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი, თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა, იმ ევროპარლამენტის პარტიებთაან, ვინც მონაწილეობას იღებდნენ ამ რეზოლუციაში. ოპოზიცია თავისი მხრივ მუშაობდა საკუთარი მიზნების მისაღწევად. მთავრობას კი ის სამუშაო, რაც მას ევალებოდა, ან პარტიას, არ ჩაუტარებია. არჩია ხან დუმილი, ხან შეურაცხყოფით პასუხი სერიოზულ კითხვებზე. შედეგიც მიიღო. უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რამე გადაწყვეტილების დაანონსება, რომლის ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს. საზოგადოება არ უნდა იყოს შეყვანილიო შეცდომაში. ეს რეზოლუცია, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთგვარ გაღიზიანების გამოვლენაა. ზოგი რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილისა და უმოქმედობის შედეგია". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press