უკრაინამ დღემდე დასავლელი პარტნიორებისგან რუსული აგრესიის დასაძლევად საჭირო სამხედრო დახმარების მხოლოდ 10% მიიღო,- აცხადებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ტელემარათონის ეთერში.
მალიარმა აღნიშნა, რომ უკრაინა დღეში 5-6 ათას საარტილერიო ჭურვებს ხარჯავს, ხოლო რუსეთი 10-ჯერ მეტს.
"დღეს ჩვენ გვაქვს დაახლოებით 10% იმისა, რაც უკრაინამ განაცხადა, რომ სჭირდება.დღეს უკრაინა იყენებს მთელ თავის ძალას რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთში შეიარაღების შესაძლებლობები და სამხედრო პერსონალის რაოდენობა ჩვენსას ბევრად აღემატება. და რა ძალისხმევაც არ უნდა გამოიჩინოს უკრაინამ, რაც არ უნდა პროფესიონალი იყოს ჩვენი არმია, დახმარების გარეშე. პარტნიორების გარეშე ჩვენ ვერ მოვიგებთ ამ ომს“, - თქვა მან.
მალიარის თქმით, ახლა საჭიროა სამხედრო დახმარების მიწოდების კონკრეტული ვადების დაზუსტება.
„ჩვენ ველით, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არა მხოლოდ დათანხმდებიან დახმარებაზე, როგორც უკვე აკეთებენ ახლა, არამედ იქნება მკაფიო ვადები და ეს იქნება უახლოესი დრო და ეს იქნება ზუსტად ის დახმარება, რაც უკრაინას სჭირდება,"- აღნიშნა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press