Foto

მითების დეტექტორი - გამოვლინდა პრო-სახელისუფლებო ფეისბუქ გვერდები, რომლებიც ევროპარლამენტარების დისკრედიტაციას ეწევიან

ოპოზიციის მადისკრედიტირებელი და პრო-სახელისუფლებო 12 ფეისბუკ გვერდი, რომელიც ევროპარლამენტარების როლის დაკნინებას და მათ “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირზე ხაზგასმას ცდილობდა. ამიშ შესახებ ინფორმაციას "მითების დეტექტორი" ავრცელებს.

მათივე თქმით,ოპოზიციის მადისკრედიტებელი და პროსახელისუფლებო ფეისბუქ გვერდები: სიმართლის დროა, მიხეილ უკრაინოლოგი, პოლიტიკური სატირა/ Political Satire, ტერენტი გლდანელი, რეალობა და სხვა გვერდებია.

"გამოვლინდა: ოპოზიციის მადისკრედიტირებელი და პრო-სახელისუფლებო 12 ფეისბუკ გვერდი, რომელიც ევროპარლამენტარების როლის დაკნინებას და მათ “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირზე ხაზგასმას ცდილობდა. 12 ფეისბუკ გვერდიდან ხუთს (საინფორმაციო ბლოგი, GeoPress, პოლიტიკური სატირა/Political Satire, newsagency.ge, ქართული ოცნება ჩემი არჩევანია) პოსტები დასპონსორებული ჰქონდა. “მითების დეტექტორის” მონიტორინგის პროცესში შემდეგი გზავნილები გამოიკვეთა: რეზოლუციაში ვიწრო  პარტიული ინტერესებია გათვალისწინებული, ევროპარლამენტარები “ნაციონალურ მოძრაობას” ლობირებენ; რეზოლუცია პროფესიონალურად არაა შედგენილი და შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის; ევროპარლამენტარების რეზოლუცია არის შეტევა საქართველოზე და ქვეყნას რეპუტაციულ ზიანს აყენებს. აქტორები: “ქართული ოცნების” წევრები: ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, ნინო წილოსანი, ნიკოლოზ სამხარაძე, დიმიტრი ხუნდაძე; პრო-სახელისუფლებო მედიები: ტელეკომპანია იმედი, POSTV ანალიტიკა; სახელისუფლებო ექსპერტები: დავით ქართველიშვილი, ანდრია გვიდიანი, ზაალ ანჯაფარიძე, გია აბაშიძე, გიგლა ბარამიძე, თამთა მეგრელიშვილი; ოპოზიციის მადისკრედიტებელი და პროსახელისუფლებო ფეისბუქ გვერდები: სიმართლის დროა, მიხეილ უკრაინოლოგი, პოლიტიკური სატირა/ Political Satire, ტერენტი გლდანელი, რეალობა; 2012-იანელები,  არ აგარევინებთ,  That’s Batumi/ეს ბათუმია/Это Батуми, ქართული ოცნება ჩემი არჩევანია". - ნათქვამია განცხადებაში.