Foto

ხუნდაძე რეზოლუციაზე - დარწმუნებული ვარ, მხარდამჭერთა უდიდესი ნაწილი ივანიშვილს არც კი იცნობდა

დარწმუნებული ვარ, მხარდამჭერთა უდიდესი ნაწილი არც კი იცნობდა. - განაცხადა პალიტრანიუსის ეთერში "ქართული ოცნების" დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციაზე.

მისივე თქმით,თუ აქამდე იყო 50/50-ზე, მე დღეს ვფიქრობ, რომ პოზიციურად არის შეცვლილი და ახლა არის, დაახლოებით, 60/40-ზე, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. 

"200-ზე მეტმა პარლამენტარმა არ დაუჭირა მხარი და ერთი ამდენი არ ესწრებოდა. დარწმუნებული ვარ, მხარდამჭერთა უდიდესი ნაწილი არც კი იცნობდა და ისინი ბრმად მიენდვნენ ერთ ჯგუფს, რომელიც ცდილობდა, რომ გარკვეული არეულობა შემოეტანა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების სასარგებლოდ. ნაწილს ვგულისხმობ. ჩვენი რეაქცია წაადგება და უკვე ვგრძნობ ამის ნიშნებს, რომ წაადგა კიდეც ევროინტეგრაციაში გაწევრიანების მცდელობის გზას საქართველოსთვის. თუ აქამდე იყო 50/50-ზე, მე დღეს ვფიქრობ, რომ პოზიციურად არის შეცვლილი და ახლა არის, დაახლოებით, 60/40-ზე, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ  ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.