საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის ქალაქ ირპინში ვიზიტისას განაცხადა, რომ ირპინში ხოცვა-ჟლეტა და ბარბაროსობა მოხდა.
მაკრონი და სხვა ევროპელი ლიდერები ეწვივნენ განთავისუფლებულ ქალაქ ირპინს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე.
”ეს არის გმირული ქალაქი, სადაც აღინიშნება ბარბაროსობის ნიშნები”, - განუცხად მაკრონმა ჟურნალისტებს.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი და მაკრონი კიევში პოლონეთიდან მატარებლით მგზავრობის შემდეგ ჩავიდნენ.
სამ ლიდერს უკრაინის დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის სირენები დახვდა, რადგან რუსეთი აგრძელებდა სამიზნეების დარტყმას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათთან ერთად ირპინს ეწვია რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისიც, რომელიც, სავარაუდოდ, მოგვიანებით შეუერთდება უკრაინის ლიდერთან მოლაპარაკებებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press