ვიმედოვნებთ, ევროპელი ლიდერები არ კონცენტრირდებიან უკრაინაში იარაღის შეტანაზე. - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა პესკოვმა.
მისივე თქმით, კრემლი იმედოვნებს, რომ ევროპელი ლიდერები შეხვედრას გამოიყენებენ იმისთვის, რომ ზელენსკიმ "რეალურად შეხედოს" საქმის ვითარებას.
"ვიმედოვნებ, რომ ამ სამი სახელმწიფოს ლიდერები, ისევე როგორც რუმინეთის პრეზიდენტი, რომელიც მათთან ერთად იქნება, არ კონცენტრირდებიან მხოლოდ უკრაინის შემდგომ მხარდაჭერაზე და უკრაინაში იარაღის შეტანაზე, რადგან ეს გააგრძელებს ხალხის ტანჯვას". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press