დღეს, 17 ივნისს ევროკომისია გამოაქვეყნებს რეკომენდაციებს, რომელზე დაყრდნობითაც ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მისცემს თუ არა უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისს დანიშნულ სამიტზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭო მიიღებს.
ევროკავშირის ლიდერებმა, რომლებიც კიევში იმყოფებოდნენ, მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვბებლივ მინიჭებას. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების” (RFE/RL) რედაქტორი ბრიუსელიდან, რიკარდ იოზვიაკი, ავცელებს ინფორმაციას, რომ დღეს უკრაინა და მოლდოვა იღებენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, საქართველო კი არა. მისი ინფორმაციით, საქართველოს წაეყენება პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შეთხვევაში შეიძლება მომავალში მიიღოს სტატუსი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press