ეს რაც გვჭირს შემთხვევითობა არ არის. კონკრეტული შემოქმედი ჰყავს. მნიშვნელობა არ აქვს იმის გჯერა რომ ბიძინას კრემლიდან მართავენ თუ იმის გჯერა რომ გაცხადებულმა ‘დაბალანსების პოლიტიკამ’ მიგვიყვანა აქამდე. შედეგი რაც დადგა, სახეზეა. - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ბიძინაზე უარის თქმას. ამის ამათ არც თავი აქვთ და არც სურვილი.
"რაღაცეებზე უნდა შევთანხმდეთ თუ მოგება, ქვეყნის გადარჩენა, უკეთესი მომავალი, რაც გინდა ის დაარქვით გვინდა 1. ეს რაც გვჭირს შემთხვევითობა არ არის. კონკრეტული შემოქმედი ჰყავს. მნიშვნელობა არ აქვს იმის გჯერა რომ ბიძინას კრემლიდან მართავენ თუ იმის გჯერა რომ გაცხადებულმა ‘დაბალანსების პოლიტიკამ’ მიგვიყვანა აქამდე. შედეგი რაც დადგა, სახეზეა 2. არაფრის შემცვლელი ესენი არ არიან. ზღაპარია ეგ. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ბიძინაზე უარის თქმას. ამის ამათ არც თავი აქვთ და არც სურვილი. ვითომ ბიძინა არაფერ შუაშიას კი არავინ აღარ ჭამს დასავლეთში. დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ეგ თქვა 3. ყველაფერი იქნება იმაზე უარესად ვიდრე არის. გარდაუვალია ეს 4. არანაირი ნატო და ევროპა არ იქნება სანამ დასავლეთი არ დაინახავს რომ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეგვწევს უნარი მშვიდობიანად, ცივილიზებულად შევცვალოთ ეს ხელისუფლება. კონკრეტული ტესტი გვაქვს ჩასაბარებელი 5. წუწუნს აზრი არ აქვს. ‘ვაიმე, ბევრი ფული აქვს’, ‘ვაიმე ყველაფერი მის ხელშია’, ‘ვაიმე, იჭერს ხალხს’, ‘ვაიმე, ფული არ გვაქვს’, ‘ვაიმე, ის’, ‘ვაიმე, ეს’ - არავის აინტერესებს. ან ვაჩვენებთ რომ შეგვიძლია ან არ ვყოფილვართ მზად. 3 წლის წინ, 10 წლის წინ, 15 წლის წინ და მე-12 საუკუნეში რას ვაკეთებდით, რა პოზიციები გვქონდა, რა ღვაწლი გვაქვს და ა.შ. - მაგისთვის პენსიას დღეს არავინ დაგვინიშნავს 6. ‘ახლა გაბრაზებული ვართ და სანამ მუხტია რამე ვქნათ’ მიდგომა არ მუშაობს. ბევრჯერ ვცადეთ. იმუნიტეტი აქვს ამაზე სისტემას. მეტიც, სხვა თემებზე ჩაჯმა გადავიტანეთ, წვალებით და დანაკარგებით, მაგრამ მაინც. ამ თემაზე ჩაჯმა ძვირი დაგვიჯდება, ძალიან 7. იქით მხარეს არის ერთიანი, გამართული, ბევრი რესურსის, ბევრი ბერკეტის, ბევრი სვლების მქონე სისტემა უაღრესად ეფექტური საკომუნიკაციო არხებით და ერთი მიზნით - ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად. აქეთ მხარეს გვაქვს ყველაფერი ამის საპირისპირო 8. აქეთ მხარე გვაქვს დასალაგებელი 9. ამას ელოდება ყველა, შიგნითაც და გარეთაც, ვისაც გულწრფელად კარგი უნდა ამ ქვეყნისთვის 10. დაუმარცხებელი არავინაა 11. ჩვენს მეტი გამკეთებელი არავინაა მოკლედ, ნძრევას უნდა მოვრჩეთ". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი არა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press